სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუმ” სერბი ცენტრალური თავდამსხმელი ნემანია მიშკოვიჩი (1993წ. 207სმ) და ამერიკელი უკანახაზელი კემერონ მაკევრი დაიმატა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” გუნდის უფროსმა კახა დევაძემ განუცხადა.
მიშკოვიჩს სერბეთის 18 წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები. სერბეთის გარდა საბერძნეთშიც (პაოკ) გამოდიოდა. სერბეთის და საბერძნეთის გარდა საქართველო მე-3 ქვეყანაა, სადაც მიშკოვიჩი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 2013-14 წლების სეზონის დაწყებიდან “ბათუმი-რსუში” სამი ლეგიონერი, ამერიკელი ფორვარდი ჯეიმი ჯექსონი (06.04.91, 20 სმ), მისი თანამემამულე და ასევე ფორვარდი ჯერემი სეფოლდი (03.09.91, 198სმ) და კანადის ეროვნული ნაკრების წევრი, უკანახაზელი ჯუნიორ ქედუგინი (07.05.90, 187სმ) უკვე თამაშობენ.
მიმდინარე, 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ “ბათუმი-რსუს” 8 თამაშიდან 13 ქულა აქვს და “სოხუმთან” ერთად IV-V ადგილებს ინაწილებს.