ფეხბურთი

17:49 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარტრამ “ბარსელონასთან” 2017 წლამდე გაახანგრძლივა

“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, მარკ ბარტრამ კატალონიელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ბარტრა რომ “ბარსელონასთან” თანამშრომლობას გაახანგრძლივებდა, ეს აქამდეც ცნობილი იყო. დღეს, მხარეებმა კონტრაქტზე ხელმოწერები დასვეს და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში 2017 წლამდე დარჩება. მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება.

მარკ ბარტრა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი მას 2009 წელს ჰქონდა. ბარტრას ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიმდინარე სეზონში ეძლევა – ხერარდო მარტინომ ის მოედანზე 21-ჯერ შეუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114279