კატალონური “ბარსელონა” წამყვანი ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ შეთანხმების გახანგრძლივებას ხელი ანდრეს ინიესტამ მოაწერა, ახლა კი, მცველ მარკ ბარტრას ჯერი დადგა.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, 22 წლის ესპანელის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წლის ზაფხულში ეწურებოდა და ახლა მისი მოქმედების ვადა 2019 წლამდე გაგრძელდება. წყაროს ინფორმაციით, მომავალი თანამშრომლობის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ახლა კლუბი მოთამაშის აგენტისგან თანხმობას და თავად ფეხბურთელის ხელმოწერასღა ელოდება.
ბარტრამ პრიმერა დივიზიონის წლევანდელი გათამაშების 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.