კატალონიური “ბარსელონას” ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა დარწმუნებულია, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.
“ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ძალიან კარგად მიმდინარეობს. დეტალებზე კლუბთან მოლაპარაკებას ჩემი აგენტი აწარმოებს, მე კი მხოლოდ კარგ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ყოველ დღე ვვარჯიშობ, რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია” - განუცხადა 22 წლის მოთამაშემ Aljazeera Sports-ს.
ბარტრამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ათ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. მის გარდა მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტები ვალდესს, პინტოს და მონტოიას ეწურებათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის შეძენა რამდენიმე გუნდს სურს, ის “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს.