კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ ეცადა, ტიაგო ალკანტარა “კამპ ნოუზე” დარჩენაზე დაეთანხმებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. Daily Star-ის ცნობით, 22 წლის შუახაზელის დარწმუნება ჩავი ერნანდესმა და ანდრეს ინიესტამაც სცადეს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტიაგომ “წითელ ეშმაკებთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია და ინგლისელებიც სწორედ ამ თანხის გადახდას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, კატალონიელებს ტრანსფერის ჩაშლის უფლება არ ექნებათ.
ამგვარად, ტიაგოს “მანჩესტერში” გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.