ფეხბურთი

13:21 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ფუტსალისტებმა შარშანდელი ტრიუმფი გაიხსენეს

მალე “ბარსელონა” თბილისში ფუტსალში უეფას თასის მფლობელის ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება, ხოლო მანამდე მისმა მოთამაშეებმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე შარშანდელ ტრიუმფზე ისაუბრეს.

ერთი წლის წინ, “ბარსელონამ” უეფას ფუტსალის თასი პირველი ცდიდან მოიგო და განვლილ თორმეტ გათამაშებაში ესპანურ კლუბებს მე-6 გამარჯვება მოუტანა.

მცველი ტორასი: “გაგვიმართლა, რომ ფინალური ტურნირი ჩვენთან ჩატარდა. მართალია, არა ბარსელონაში, მაგრამ იქვე ახლოს – ლეიდაში. ეს საუცხოო რამ იყო. იქ ისეთი ატმოსფერო სუფევდა, რომელიც ფუტსალის არცერთ დარბაზში მინახავს. ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა იზეიმო, როდესაც ჯილდოს იგებ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აღნიშნავ. მთავარია, რომ შენს გუნდთან ერთად ზეიმობ. არასოდეს იცი, ასეთ მოვლენას კიდევ როდის აღნიშნავ, ამიტომ კარგად უნდა იმხიარულო”.

თავდამსხმელი ფერნანდაო: “ფინალში გასვლასა და თასის მოპოვებაზე ვოცნებობდით. ბეჯითად ვმუშაობდით და რაც გვსურდა, იმას მივაღწიეთ. შრომა იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ და როდესაც ასეთი მომენტი კვლავ დადგება, რაიმე განსაკუთრებულის მოგონება საჭირო არ არის. ყველაფერი მარტივადაა: მოედანზე უნდა გახვიდე და აჩვენო ყველაფერი, რაც შეგიძლია. არცერთ ჩვენგანს არ დაავიწყდება დღე, როდესაც ჯილდო აღვმართეთ. ამ თასის ხელიდან გაშვება არ გვსურდა”.

თავდამსხმელი სერხიო ლოსანო: “შარშანდელ ფინალურ ტურნირმა, რომელიც მოვიგეთ, საუცხოო მოგონებები დაგვიტოვა. ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავდა. მაქსიმალურად ვიხარჯებოდით და ქომაგები ზურგს გვიმაგრებდნენ. ასეთი რამ არ გავიწყდება”.

 

 

თეგებიფუტსალი
0.1173