ფეხბურთი

10:38 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” რაკიტიჩი თითქმის გაინაღდა

 

“სევილიას” 26 წლის ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი “ბარსელონას” დღითიდღე უახლოვდება. ესპანური გამოცემების ცნობით, ხორვატი ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში გადასვლა სავარაუდოდ უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” რაკიტიჩს 5-წლიანი კონტრაქტი და 8-მილიონი ევრო წლიური ხელფასი უკვე შესთავაზა. ტრანსფერის სანაცვლოდ კი 20 მილიონს გადაიხდის.

პრიმერადივიზიონის გასულ სეზონში ივან რაკიტიჩმა 34 თამაში ჩაატარა და თავი 12 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169944