ფეხბურთი

18:56 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ინიგო მარტინესს უმიზნებს

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” დაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს. “მარკას” ინფორმაციით, “ბლაუგრანა” “სოსიედადის” 22 წლის მცველის – ინიგო მარტინესის შეძენითაა დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, კატალონიელები ახალგაზრდა ესპანელში 15 მილიონ ევროს იხდიან. საგულისხმოა, რომ გასულ წელს, ინიგო მარტინესს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, რამაც მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ინიგო მარტინესმა “სოსიედადის” მაისურით 44 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115