ფეხბურთი

14:59 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს “ინტერის” ნახევარმცველი: “ცხადაძე ადამიანია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს”

ბაქოს “ინტერის” ნახევარმცველმა ასიფ მამედოვმა ინტერნეტპორტალ azerifootball.com-თან საუბარში, გუნდის წარმატებულ თამაშში კახა ცხადაძის დიდ როლს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მომავალ ზაფხულს ევროთასებზე უკეთესად გამოსვლის იმედი აქვს.

“კახაბერ ცხადაძე ადამიანია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ჯერ კიდევ “ბაქისთან” ერთი კვირით ადრე მეტოქის შესწავლა დავიწყეთ. ცხადაძე თითოეულ მოთამაშეს კონკრეტულად უხსნის რა უნდა გააკეთოს გამარჯვებისთვის და ოპონენტთან როგორ ითამაშოს. ალბათ, მატჩამდე მთავარმა მწვრთნელმა მეტოქის 5 თამაშის ვიდეოჩანაწერს მაინც უყურა. ყველა ელოდა, რომ “ინტერი” დაცვიდან ითამაშებდა, მაგრამ ჩვენ უფრო შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მეტოქე გავაოცეთ. ეს გამარჯვება, ისევე როგორც ჩემპიონატში წარმატებული გამოსვლა, კახაბერ ცხადაძის დამსახურებაა” – განაცხადა მამედოვმა.  
27 წლის ფეხბურთელმა გუნდის ევროთასებზე წარმატებულად გამოსვლის მნიშვნელობასაც ხაზი გაუსვა:

“ინტერი” ორჯერ პენალტების სერიაში დამარცხდა. გაიხსენეთ, შარშან როგორ მოვუგეთ “ასტერასს” სტუმრად. “ტრიომსოს” ბარიერის დასაძლევად ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ნორვეგიაში არ გაგვიმართლა. ბაქოში “ინტერმა” მეტოქეს აჯობა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. ჩემპიონობაზე ჩვენი შანსი ერთი პროცენტია. მთავარი მიზანი მეორე ადგილის შენარჩუნებაა. იმის გათვალისწინებით თუ როგორ დავიწყეთ სეზონი, ეს წარმატება იქნება. წინ ხუთი მნიშვნელოვანი მატჩი გველის და სეზონის მიწურული მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ”. 

0.114631