კვირას, თბილისის “დინამოს” ფანკლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის აწ გარდაცვლილი ლევან ღამბაშიძის სახელობის ტურნირის “ბალუს თასის” რიგით მესამე გათამაშება გაიმართა.
წლევანდელმა გათამაშებამ საერთაშორისო სახე მიიღო და საქართველოს საზღვრებს გასცდა. “გლადიატორების” გარდა ტურნირში მონაწილეობდნენ: ლვოვის “კარპატის”, დნეპროპეტროვსკის “დნიპროსა” და მინსკის “დინამოს” “ფანები”. ტურნირის ფორმატის თანახმად, 4-გუნდიან ჯგუფში გუნდები ჯერ ერთმანეთს ეთამაშნენ და შემდეგ, პირველ-მეორე ადგილებზე გასულები ფინალში შეხვდნენ.
თბილისის “დინამოს” ფანებმა “გლადიატორებმა” პირველი მატჩი “დნიპროსთან” ანგარიშით 6:1 მოიგეს. მეორე შეხვედრაში ლვოველი ფანები 2:0 დაამარცხეს, ხოლო მესამეში მინსკელებს 3:1 აჯობეს.
ფინალში “გლადიატორებმა”, რომელთა მთავარი მწვრთნელი კობა კობაიძეა, გიორგი ზარიძის, თაზო ცუცქირიძის და ნუგო გვასალიას (2) გოლებით, “დნიპრო” 4:2 დაამარცხეს და “ბალუს თასიც” თბილისში დარჩა.
მესამე ადგილისათვის შეხვედრაში პენალტების სერიით მინსკელებმა “კარპატის” ფანებს 2:1 მოუგეს.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: თაზო ცუცქირიძე (თბილისი)
ტურნირის ბომბარდირი: სედოი (დნიპროპეტროვსკი)
საუკეთესო მეკარე: როლანდ გაფრინდაშვილი (თბილისი)
გათამაშება ტრადიციულად საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” სრული მხარდაჭერით ჩატარდა.
ფოტო fcdinamo.ge