ფეხბურთი

2:37 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის ისევ გააქვს

კატალონიის „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8–ფინალური მატჩის წინ, „მილანმა“ საკუთარ კედლებში „პარმა“ 2:1 დაამარცხა. ხვალიდან, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დაიწყებს ფიქრს და იტალიის ჩემპიონატის 25–ე ტურის დარჩენილ მატჩებს მშვიდად მიადევნებს თვალს.

რობერტო დონადონის გუნდთან შეხვედრაში, „როსონერი“ 39–ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ გოლში მასპინძელთა დამსახურება ნაკლებადაა – არგენტინელმა გაბრიელ პალეტამ, ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „პარმას“ ქომაგებს იმედი გაუცრუა.

„მილანის“ ახალ ლიდერად ყალიბდება მარიო ბალოტელი, რომელსაც „მანჩესტერ სიტიდან“ „როსონერიში“ გადასვლის შემდეგ ერთი მატჩიც არ დაუტოვებია უგოლოდ. ამჯერად, „სუპერ მარიომ“ საჯარიმო დარტყმით დაამწუხრა მეტოქე – 2:0.

მატჩის უკანასკნელ წუთზე, ჯონათან ბიაბიანის გამბრჭოლ გადაცემას ნიკოლა სანსონე გამოეხმაურა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ „პარმამ“ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

 

მილანი. „სან სირო“. 33000

მილანი – პარმა 2:1 (1:0)

მილანი: აბიატი, დე შილიო, საპატა, იეპესი, კონსტანტი, ნოჩერინო, მონტოლივო, მუნტარი, ბოატენგი (კრკიჩი 75), ნიანგი (ტრაორე 86), ბალოტელი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

პარმა: პავარინი, კოდა (ბენალუანი 66), პალეტა, მესბა, როსი, მარკიონი, ვალდესი, პაროლო (ნინისი 56), ბიაბიანი, ამაური (ბელფოდილი 72), სანსონე.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 პალეტა (39ს.კ), 2:0 ბალოტელი (78), 2:1 სანსონე (90)

გაფრთხილებები: საპატა (74) – მარკიონი (66)

არში დარტყმა: 9 (5) – 8 (4) ჯარიმა: 19 - 19 კუთხური: 3 - 7 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 3 – 4

 

1. იუვენტუსი          24 17 4 3 50:16 55
2. ნაპოლი 24 15 5 4 46:21 50
3. მილანი 25 13 5 7 44:31 44
4. ლაციო 24 13 5 6 35:26 44
5. ინტერი 24 13 4 7 39:29 43
6. ფიორენტინა 24 11 6 7 41:29 39
7. უდინეზე 24 9 9 6 35:33 36
8. კატანია 24 10 6 8 31:30 36
9. რომა 24 10 4 10 50:45 34
10. პარმა 25 8 8 9 31:33 32
11. სამპდორია 24 8 5 11 31:30 28
12. ტორინო 24 6 11 7 27:27 28
13. კიევო 24 8 4 12 25:39 28
14. ატალანტა 24 8 5 11 21:33 27
15. ბოლონია 24 7 5 12 33:34 26
16. კალიარი 24 6 7 11 26:41 25
17. ჯენოა 24 5 7 12 25:37 22
18. პესკარა 24 6 3 15 20:49 21
19. სიენა 24 6 6 12 24:34 18
20. პალერმო 24 3 9 12 21:38 18

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 15, დი ნატალე („უდინეზე“) – 14, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“) – 11, კლოზე ("ლაციო"), პაცინი („მილანი“), ჯილარდინო („ბოლონია“) – 10, ჰამშიკი („ნაპოლი“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), მილიტო („ინტერი“) – 9.

 

16 თებერვალი

კიევო-პალერმო; რომა-იუვენტუსი.

17 თებერვალი

ტორინო-ატალანტა; კატანია-ბოლონია; პესკარა-კალიარი; ნაპოლი-სამპდორია; ჯენოა-უდიენზე; ფიორენტინა-ინტერი.

18 თებერვალი

სიენა-ლაციო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110094