თამაშგარე

14:20 | 30.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის გული ატკინეს

21 წლის იტალიელ ფეხბურთელ მარიო ბალოტელის გული ატკინეს. 19 წლის ოფიციანტმა გოგონამ, ლაურენ ტორნმა მას პაემანზე უარი უთხრა. ყველაფერი კი, ასე დაიწყო:
“მარიომ სახლამდე მიმაცილა. ის ძალიან საყვარელი იყო და გადავწყვიტე, შინ შემეპატიჟებინა. დივანზე ვისხედით და ორი საათი ვსაუბრობდით. წარმოგიდგენიათ? ორი საათი! ფეხბურთზე ვსაუბრობდით”, – აცხადებს გოგონა.
ერთი შეხედვით, ტრივიალური ისტორიაა. როგორც წესი, ასეთი საუბრები საწოლში მთავრდება. თუმცა, მარიოს არ გაუმართლა. ლაურენის ბინაში ბიძამისი აღმოჩნდა, რომელმაც გოგონასგან განსხვავებით, ფეხბურთელი იცნო. “ბიძაჩემმა წამოიყვირა: “მისი ხელფასი კვირაში 100 ათასი გირვანქა სტერლინგია!” შოკში ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ სტუმრად ასეთი დიდი ადამიანი მეყოლებოდა. ბალოტელიმ პაემანზე დამპატიჟა”, - აგრძელებს ლაურენი, – “მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან მილიონერის ცოლობა არ მსურს. არ მინდა, VIP-პერსონა ვიყო. თუმცა ბალოტელისთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ის ძალიან კარგი ბიჭია”.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090869