თამაშგარე

11:48 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის ახალი სიყვარული

 

იტალიის “მილანის“ ერთ-ერთი ფორვარდი, სკანდალებით ცნობილი მარიო ბალოტელი ყურებამდეა შეყვარებული. მისი რჩეული, მოცეკვავე და მოდელი ფანი რობერტია. შეყვარებულებმა ჟურნალ “ვენიტი ფეირის“ იტალიური გამოცემისთვის გამართულ ფოტოსესიაშიც კი მიიღეს მონაწილეობა.

როგორც მარიო ბალოტელი ამბობს, ფანის გაცნობა დიდი ხანი უნდოდა და მრავალი ცდის შემდეგ, როგორც იქნა, მეგობრების დახმარებით ბრიუსელში მოახერხა მისი გაცნობა. ბალოტელი არ მალავს, რომ თავისი ცხოვრების თანამგზავრი იპოვნა, რომელსაც იგი სულ ეძებდა.

თუ გავითვალისწინებთ თავქარიანი მარიოს წინა სასიყვარულო თავგადასავლებს და ცელქობებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს “ოცნების“ ქალიც, შესაძლოა, მხოლოდ ტკბილ (ან მწარე) მოგონებად დარჩეს...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09714