ფეხბურთი

18:39 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: “თავს დამარცხებულად ვგრძნობ”

მარიო ბალოტელი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებს კონფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშებაში ვეღარ დაეხმარება.

“ნაკრებს ვტოვებ და თავს წაგებულად ვგრძნობ. აქ დარჩენა ძალიან მინდოდა.

თუმცა, ჰორიზონტზე ჩემპიონთა ლიგის თამაშები გამოჩნდა. უნდა გამოვჯანმრთელდე და “მილანს” დავეხმარო.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იტალიელი ფეხბურთელები ჩემს გარეშეც ღირსეულად ითამაშებენ.” – აცხადებს მარიო ბალოტელი.

ბალოტელიმ ტრავმა ბრაზილიასთან 2:4 წაგებულ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველი პროგნოზით, ის ესპანეთთან ვერ ითამაშებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, 22 წლის შემტევი კონფედერაციის თასზე ვეღარ ითამაშებს.

 

 

თეგებიბალოტელი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117695