ფეხბურთი

12:03 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი საკუთარი თამაშით უკმაყოფილოა

იტალიის ნაკრების შემტევი მარიო ბალოტელი, რომელმაც წუხელ ამხანაგურ მატჩში ბრაზილიელებს (2:2) ულამაზესი გოლი გაუტანა და მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმაც სხვებისგან განსაკუთრებით გამოარჩია, საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. “10 ბალიანი სისტემით ჩემს თავს 6 დავუწერდი, - უთხრა “ბალომ” La Gazzetta dello sport-ს,- რადგან რამდენიმე კარგი მომენტი გავაცუდე. ისე, ამ სისტემით თამაში მომწონს. მეტოქეთაგან კი ნეიმარი მომეწონა. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.”

თავის მხრივ, ნეიმარმა ბალოტელი შეაქო: “სიმართლეს გეტყვით, ბალოტელის დიდი ქომაგი ვარ. ის ძალიან ნიჭიერი, დიდებული ფეხბურთელი და ძალიან კარგი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ვფიქრობ, უფრო შეთამაშებულები ვხდებით და თამაშიც დღითი დღე უმჯობესდება.” – განაცხადა ნამატჩევს ნეიმარმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11609