თამაშგარე

15:10 | 18.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი ქორწინდება

“მანჩესტერ სიტის” 21 წლის თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის შეყვარებულმა რაფაელა ფიკომ განაცხადა, რომ ის და მარიო უახლოეს მომავალში დაქორწინებას გეგმავენ.
“ვერ ვხვდები, საიდან მოიტანეთ, რომ მე და მარიო ვშორდებით. არ ვიცი, როგორ შეიძლება ასეთი სისულელეების ლაპარაკი. ჩვენ ხომ სულ მალე დაქორწინებას ვაპირებთ. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ქორწინების თარიღს საიდუმლოდ შევინახავ”, - აცხადებს ლამაზმანი.
ცოტა ხნის წინ, “სიტის” მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელის ოჯახის შექმნა ურჩია – ასე უფრო მალე დაღვინდებიო. რაფაელას თქმით, მარიო დამრიგებლის ნათქვამს ყოველთვის ითვალისწინებს და რობერტოს რჩევამ მათი ქორწინება დააჩქარა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161535