იტალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის მსურველთა რიგს ფრანგული "მონაკოც" შეუერთდა.
იტალიური მედიის ცნობით, ფრანგები იტალიელის გადაბირებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეეცდებიან.
როგორც უკვე ცნობილია, იტალიელისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი", "არსენალი", "ლივერპული" და პსჟ იჩენენ. ჯერჯერობით უცნობია "მილანელთა" პოზიცია, შეელევიან თუ არა 23 წლის თავდამსხმელს.
მარიო ბალოტელიმ "როსონერთა" რიგებში გასულ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე







