სხვა

11:22 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაკეუ” მესამე ადგილს ინარჩუნებს

მორიგი მატჩები გამართეს ევროპაში მოასპარეზე ქართველმა ხელბურთელებმა.

რუმინეთში, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას  “შტიინცა ბაკეუმ” სტუმრად დაამარცხა “სუჩავა” - 23-18 და 28 ქულით ისევ მესამე ადგილზეა. რუსია ბოლო მატჩებში ძირითადად დაცვაში თამაშობს და გოლი არც ამჯერად გაუტანია. კვლავ დამარცხდა “პოლი ტიმიშოარა” - სტუმრად “კარაშ სევერინთან” - 22:27.  ჩიქოვანმა ამჯერად მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, გუნდი კი 12 ქულით მერვე ადგილზეა და პლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

საშობაო არდადეგებამდე რუმინეთში კიდევ ერთი ტურია. 12 დეკემბერს “ტიმიშოარა” ბუქარესტის “დინამოს” უმასპინძლებს, ხოლო ბაკეუ - “CSM ბუქარესტს”, რის შემდეგაც თევზაძე, რუსია და ჩიქოვანი საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად.

მაკედოონის ჩემპიონატში ზედიზედ მეთორმეტე თამაში მოიგო “ზომიმაკ სტრუმიცამ”, რომელმაც დაამარცხა “პრესპა” - 26:18. რეზო ჭანტურიას გოლი არ გაუტანია.

http://geohandball.ge

0.829451