ირანის ქალაქ რაშში გამართული ტურნირი 3th International FAJR Open ქართველი ნინო ბაციაშვილის (2309) გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ჩინებული თამაში აჩვენა და 9 ტურში თავი 8 ქულას მოუყარა.
7.5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა ალექსანდრა ვახანიამ (2183), რომელმაც ბოლო ტურში თანამემამულე სოფიკო ტერელაძეს (2206) აჯობა და იგი 6.5 ქულით მე-6 პოზიციაზე “გადაისროლა”.
რაშშივე ვაჟთა A კლასის ტურნირში დავით ბენიძემ (2491) 6.5 ქულა მოაგროვა, გამარჯვებულ აზერბაიჯანელ აბასოვს (2553) ნახევარი ქულით ჩამორჩა და მე-6 საფეხურზე გავიდა. დანარჩენ ქართველთა შედეგები ასე გამოიყურება: 13. კონსტანტინე შანავა (2551) – 6; 15. გაიოზ ნიგალიძე (2462) – 5.5; 19. დავით მაღალაშვილი (2473) – 5.5; 27. ბაჩანა მორჩიაშვილი – 5; 33. მალხაზ სულაშვილი (2497) – 4.5; 41. ვალერი გაფრინდაშვილი (2433) – 4.5; 42. ივერი ჭიღლაძე (2400) – 4.5; 47. აკაკი შალამბერიძე – 4; 49. დავით ლომსაძე (2351) – 4; 58. მერაბ გაგუნაშვილი (2582) – 3.5;
B კლასში 7-7 ქულა მოაგროვეს გიგა ყუფარაძემა (2347) და თამაზ მგელაძემ (2296). დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, პირველს მეოთხე ადგილი ერგო, მეორეს კი – მეექვსე.







