ჭადრაკი

0:03 | 7.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი გაერთპიროვნულდა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველი ლიგის პირველობას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ნინო ბაციაშვილის სახით. მან მე-5 ტურში, ერთ-ერთ ლიდერ ალექსანდრა ვახანიას მოუგო, 4,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს ნახევარი ქულით უსწრებს.
4-4 ქულით II-V ადგილებს მაკა ფურცელაძე, მერი არაბიძე, ანა გავაშელი და ანა შამათავა ინაწილებენ.
ლიდერთა შორის მყოფი მოჭადრაკეებიდან, ფურცელაძემ მოუგო ქეთი წაწალაშვილს, არაბიძემ სოფო ნიკოლაძეს, გავაშელმა მადონა ბოკუჩავას, ხოლო შამათავამ ერთ-ერთი ლიდერი სოფო გვეტაძე დაამარცხა.
მე-5 ტურის ტექნიური შედეგები ლიდერთა მონაწილეობით: ბაციაშვილი – ვახანია 1:0; შამათავა – გვეტაძე 1:0; წაწალაშვილი – ფურცელაძე 0:1, არაბიძე – ნიკოლაძე 1:0; ბოკუჩავა – გვეტაძე 1:0;
მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით: ფურცელაძე (4 ქულა) – ბაციაშვილი (4,5), გავაშელი (4) – არაბიძე (4), მირანდა მიქაძე (3,5) – შამათავა (4).
ერთიც უნდა აღინიშნოს - მოჭადრაკე ქალები ამ ტურნირში, მეტწილად, ბოლომდე, მხოლოდ მოსაგებად იბრძვიან და შესაბამისად, ყაიმებიც იშვიათად ფიქსირდება.
 

როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091918