რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ტრადიციული ტურნირის მე-4 ტურში ნინო ბაციაშვილმა (2407) შავი ფიგურებით მარინა ბარაევას (რუსეთი, 2196) სძლია და “მოსკოვ ოუფენის” ქალთა პირველობაზე 3.5 ქულით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
ცნობისთვის, ქულათა მარაგით ქართველ მოჭადრაკეს მხოლოდ 4 მოჭადრაკე უსწრებს. ესენი ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2361), მარინა რომანკო (რუსეთი, 2349), ლანიტა სტეცკო (ბელარუსი, 2184), ლიდია ტომნიკოვა (რუსეთი, 2134) არიან, რომელთა აქტივშიც 4-4 ქულაა.
მოსკოვის ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ანა გავაშელი ასევე შავებით დარია ვლასოვას (1907) დაუზავდა და 2.5 ქულით 51-ე საფეხურზე გადაინაცვლა. მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. ბაციაშვილი ალექსანდრა მაკარენკოს (რუსეთი, 2142) დაუპირისპირდება, ხოლო გავაშელი – ანა აკოპოვას (რუსეთი, 2013).







