ფეხბურთი

13:27 | 8.05.2014 | ნანახია 1907 - ჯერ

ბაჩანა ცხადაძემ კვლავ გაიტანა, გელაშვილი და დვალი ჩემპიონები გახდნენ

ნიკა გელაშვილისა და ჯაბა დვალის "ყარაბაღი" ოფიციალურად გახდაAაზერბაიჯანის ჩემპიონი. ბოლოდან მესამე ტურში, მათ 4:1 სძლიეს ბაქოს "ინტერს". გელაშვილმა პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე, დვალი განაცხადშიც არ გახლდათ. კახა ცხადაძის გუნდიდან კი ერთადერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ მიითვალა – მან 14-15 მეტრიდან ძლიერი დარტყმით 2:1 გახადა ანგარიში.

"ინტერიდან" ცხადაძემ და ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ალექსანდრე იაშვილმა ბოლო 25 წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. "ინტერი" ჩემპიონატს მეორე ადგილზე დაასრულებს.

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" გასვლაზე 0:1 წააგო "რავანთან" და მეშვიდე ადგილზეა.

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ერედივიზიონის პლეი-ოფის პირველი მატჩი წააგო – "გრონინგენში" 0:1. უცნაურია, მაგრამ გურამ კაშია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ისევე როგორც ვაკო ყაზაიშვილი. "ვიტესი" საპასუხო მატჩს, შინ 10 მაისს ჩაატარებს და თუ გავა, შემდეგ "ალკმაარ"-"ჰერენვენის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება ევროტურნირებზე გასასვლელად.

უკრაინის თასის ნახევარფინალური ეტაპი ვერ გადალახა თორნიკე ოქრიაშვილის "ჩერნომორეცმა". მათ კიევში 0:4 წააგეს "დინამოსთან". ოქრიაშვილმა 90 წუთი ითამაშა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:17 | 08.05.2014
levani82 (41682)

dato.nanava

შარშანდელი ჩიხურა დაახლოებით იგივეა, რაც წლევანდელი

13:56 | 08.05.2014
dato.nanava (2529)

კაროჩე 2 გუნდი მაინც წარმოვადგინოთ ეგებ ცოტა ღირსეულად ევროთასებზე. აბა ჩიხურას და სიონის იმედია არამგონია თქვენც გქონდეთთ. მაგათ აი ყველაზე დიდი მაქსიმუმი მესამე ეტაპია. ეს ჩემი პირადი აზრია და ვფიქრობ ბევრი არ მეწინააღმდეგება იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის რეალური სახეაა ესს

14:01 | 08.05.2014
მადრიდისტა (17021)

მე-3 ეტაპიც ძალიან ოპტიმისტული პროგნოზია

14:04 | 08.05.2014
dato.nanava (2529)

წილისყრაში ეგებ გაგვიმართლოსს იმ შემთხბვევაში

13:51 | 08.05.2014
levani82 (41682)

Babajuju

დვალი-გელაშვილი-გრიგალაშვილის ტრიო არ უნდა გამეშვაო

13:49 | 08.05.2014
dato.nanava (2529)

levani82 ისე დვალის და გელაშვილის ადგილას ვინმე კაი ხოშიანი უცხოელი მოყვანა კაიიქნება მარა უფულობას რავუთხარი მეე. ხოშიანში ისეთს ვგულისხმობ აი მილიონი მაინც რომ იწქნება მისი სატრანსფერო ღირებულება

13:47 | 08.05.2014
levani82 (41682)

M.U2015

კოკაიამ თქვა შეცდომა მომივიდა, როცა ეგენი გავუშვიო

13:49 | 08.05.2014
Babajuju (2597)

ეხლა მიხვდითქო?

კარგი იქნება თუ დაიბრუნებს.

13:45 | 08.05.2014
levani82 (41682)

M.U2015

ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზესტას დვალის და გელაშვილის დაბრუნება უნდაო

15:14 | 08.05.2014
tankred (748)

არამგონია დაიბრუნონ. მათ ადგილებზე ზესტას საბანაძე, კაპანაძე და ფანცულია ყავს.

13:46 | 08.05.2014
M.U2015 (19400)

იმედია დაიბრუნებენ

13:42 | 08.05.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

აზერბაიჯანში,მალტაზე,ანდორაში,ქართველები წარმატებით თამაშობენ.

13:40 | 08.05.2014
M.U2015 (19400)

დვალი და გელაშვილი რო დაბრუნდეს ზესაში რა გაასცორებს და ერტი 2-3 კარგი ლეგიონერი რო ჩამოიყვანოს ზესტამ და იმედია ხირსეული გუნდები გვეყოლება ევროტასებზე

13:48 | 08.05.2014
Babajuju (2597)

ეგეთ ზღაპარს საქართველოში ვეღარავინ ნახულობს )

13:52 | 08.05.2014
dato.nanava (2529)

კაიხანი ვეღარც ვნახავტ სამწუუხაროდ)

13:55 | 08.05.2014
M.U2015 (19400)

DDDDDDDDDDDDDDDDD

13:59 | 08.05.2014
dato.nanava (2529)

ეხ მუ ნეტა სასაცილო იყოს სიცილს ვინ დამასწრებდა ისე სასიცილოა ამათი ფეხბურთისადმი მიდგომა თან ძალიან! ხახახ

13:34 | 08.05.2014
მადრიდისტა (17021)

კაშია დროზე წამოდი მაქედან

0.111582