ფეხბურთი

17:24 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული: “იმედია, “ალკორკონში” თამაში მომიწევს”

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილ კაპიტან ბაჩანა არაბულს ესპანურ “ალკორკონში” ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. როგორც იცით, გასული წლის სექტემბერს ითამაშა “ხეტაფესთან” 6:1 მოგებულ შეხვედრაში, რომელშიც გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტიც გამოიმუშავა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, არაბული 3 თვის განმავლობაში იყო მადრიდის გარეუბნის კლუბში, ერთი თვის წინათ კი სამუშაო ვიზა მიიღო და გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა. და მაინც, არაბულს ჯერ არც “ალკორკონის” ძირითად გუნდში უთამაშია და არც “ალკორკონ B”-ში. 

“როგორც იცით, იანვრის დასაწყისში ისევ ჩამოვედი ესპანეთში და თავიდან ძირითად გუნდში ვვარჯიშობდი. ერთი კვირის შემდეგ ტრავმა მივიღე და ახლაც ვერ ვარ მზად. ექიმების თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში განვაახლებ ვარჯიშს” – უთხრა არაბულმა “მსოფლიო სპორტს”.  

და როცა ტრავმას მოირჩენს, ბაჩანა ისევ “ალკორკონის” ძირითად გუნდში ივარჯიშებს. მართალია საჩემპიონატო განაცხადში არაა, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა გვითხრა, ეს საკითხი შეიძლება მოწესრიგდეს და თამაშის უფლება მიეცეს. აქამდე კი, უფლება არ ჰქონდა.

და რაც შეეხება შთაბეჭდილებებს:

“კარგი გუნდია. ახალი არაფერია. აქ ხომ 3 თვე ვიყავი და მიჩვეული ვარ ატმოსფეროს. მთავარია, თამაშებმა მომიწიოს”. 

0.116808