ჭადრაკი

1:58 | 12.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურს ვეღარ აჩერებენ

ხორვატიის ქალაქ რიეკაში მიმდინარე ევროპის XI ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჩინებულად ირჯება ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა, რომელმაც მე-6 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა და ტურნირს კვლავაც სათავეში მოექცა.
გასულ ტურში ბაადური შავი ფიგურებით რუს დიდოსტატ არტიომ ტიმოფეევს დაუპირისპირდა და შავი ფიგურებით მეტოქე 47-ე სვლაზე დაამარცხა. შედეგად, ჯობავას 5.5 ქულა მოუგროვდა და რიეკაში უკრაინელ ზაჰარ ეფიმენკოსთან ერთად გალიდერდა.
მომდევნო ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით გაირჯება, მისი მოწინააღმდეგე კი რუსი ალექსანდერ რიაზანცევი იქნება, რომლის აქტივშიც 5 ქულაა.
ქალთა ტურნირში ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა პოლონელმა მონიკა სოცკომ, რომელმაც თეთრი ფიგურებით მოქმედი ევროპის ჩემპიონი რუსი ტატიანა კოსინცევა დაამარცხა და თავი 5.5 ქულას მოუყარა.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 4.5 ქულა ნანა ძაგნიძესა და ნინო ხურციძეს გააჩნიათ. პირველმა ქულა რუს ანასტასია სავინას გაუყო, მეორემ კი ასევე შავებით ჩეხი ოლგა სიკოროვა დაამარცხა.
მე-7 ტურში ხურციძე უკრაინელ ნატალია ჟუკოვას გაეჯიბრება, ძაგნიძე შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს ეთამაშება, რომელმაც ლიდერობა ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვასთან მარცხის შედეგად დათმო.
25 ქართველი მოჭადრაკის გარდა, ევროპის ჩემპიონატში 41 ქვეყნის 441 წარმომადგენელი ირჯება. ტურნირი 11 ტურად მიმდინარეობს, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში, ტაი-ბრეიკებიც გაიმართება.
ჩემპიონატის შედეგებით, ქალთა და ვაჟთა პირველობების საუკეთესო 22-22 მოჭადრაკე მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურებს მიიღებს. ევროპირველობის ჯამური საპრიზო ფონდი 250 000 ევროა, საიდანაც ვაჟთა შორის ჩემპიონს 20 ათასი ერგება, ქალთა ტურნირის გამარჯვებული კი 10 ათასით დაჯილდოვდება.

 
ევროპის XI ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. რიეკა (ხორვატია). მე-6 ტური
კაცები
არტიომ ტიმოფეევი (რუსეთი, 2655) – ბაადურ ჯობავა (2695) 0:1
მიქაელ როიზი (ისრაელი, 2652) – დავით არუთინიანი (2576) 0.5:0.5
იურე სკობარნე (სლოვენია, 2509) – თამაზ გელაშვილი (2621) 1:0
ევგენი ვორობიოვი (რუსეთი, 2616) – ბაჩანა მორჩიაშვილი (2345) 0.5:0.5
დავით ბენიძე (2499) – ზდენკო კოზული (ხორვატია, 2602) 0:1
ევგენი ლევინი (რუსეთი, 2486) – ლევან ფანცულაია (2588) 0.5:0.5
მერაბ გაგუნაშვილი (2582) – დარკო დორიჩი (ხორვატია, 2464) 0.5:0.5
დანიილ დვირნი (იტალია, 2450) – თორნიკე სანიკიძე (2566) 1:0
მიკელე გოდენა (იტალია, 2561) – შოთა აზალაძე (2433) 1:0
რიკარდ მედანჩიჩი (ხორვატია, 2311) – მალხაზ სულაშვილი (2490) 0:1
ემილიო ფუჩაკი (ხორვატია, 2280) – გაიოზ ნიგალიძე (2486) 0:1
 
სატურნირო მდგომარეობა
1. ეფიმენკო (უკრაინა, 2640) – 5.5; 2. ჯობავა – 5.5; 55. არუთინიანი – 4; 68. მორჩიაშვილი – 4; 105. ფანცულაია – 3.5; 117. სულაშვილი – 3.5; 126. გელაშვილი – 3.5; 149. გაგუნაშვილი – 3.5; 177. ნიგალიძე – 3.5; 193. სანიკიძე – 3; 205. ბენიძე – 3; 260. აზალაძე – 2.5; 
 
ქალები
ანასტასია სავინა (რუსეთი, 2391) – ნანა ძაგნიძე (2479) 0.5:0.5
ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2492) – ინგა ჭარხალაშვილი (2338) 1:0
ინა გაპონენკო (უკრაინა, 2472) – სოფიო გვეტაძე (2342) 0.5:0.5
ოლგა სიკოროვა (ჩეხეთი, 2256) – ნინო ხურციძე (2434) 0:1
ირინა ზაკურდაევა (რუსეთი, 2313) – ლელა ჯავახიშვილი (2500) 0:1
ბელა ხოტენაშვილი (2448) – მარია მანაკოვა (სერბეთი, 2315) 0:1
კრისტინა-ადელა ფიოსორი (რუმინეთი, 2433) – მაკა ფურცელაძე (2299) 0.5:0.5
ნატაშა ბოიკოვიჩი (სერბეთი, 2384) – მერი არაბიძე (2292) 0.5:0.5
ნასტასია ზიაზიულკინა (ბელორუსი, 2188) – ნაზი პაიკიძე (2322) 1:0
მარია კოუვაცუ (საბერძნეთი, 2161) – სალომე მელია (2467) 0:1
მაია ლომინეიშვილი (2385) – სოფიკო გურამიშვილი (2266) 0:1
ქეთი წაწალაშვილი (2326) – იულია გრომოვა (რუსეთი, 2226) 0:1
მარიამ დანელია (2199) – ზუზანა ბოროსოვა (სლოვაკეთი, 2307) 0.5:0.5
 
სატურნირო მდგომარეობა
1. სოცკო (პოლონეთი, 2465); 12. ძაგნიძე – 4.5; 14. ხურციძე – 4.5; 24. გვეტაძე – 4; 27. ჯავახიშვილი – 4; 41. არაბიძე – 3.5; 42. ფურცელაძე – 3.5; 44. გურამიშვილი – 3.5; 51. მელია – 3.5; 68. ჭარხალაშვილი – 3.5; 90. ხოტენაშვილი – 3; 93. პაიკიძე – 3; 102. წაწალაშვილი – 2.5; 103. დანელია – 2.5; 111. ლომინეიშვილი – 2.5;
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16287