ჭადრაკი

22:48 | 10.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბაადური ლიდერობას ინარჩუნებს

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2704) ბოსნია ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ლიდერად რჩება. მე-7 ტურში, ჯობავა შავი ფიგურებით სომეხ ჰრანტ მელკუმიანს (2580) დაუზავდა და 17 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ 41st International Tournament Bosna 2011-ზე ქულათა თავისებური დარიცხვის სისტემაა: მონაწილეები გამარჯვებისთვის სამ ქულას იღებენ, ყაიმისთვის კი – ერთს.
7 ტურის თავზე, ბაადურის უახლოესი მდევრები გერმანელი არკადი ნაიდიჩი (2716), ხორვატი ივან სარიჩი (2637), რუმინელი მირჩეა-ემილიან პარლიგრაში (2626), ბოსნიელი ბორკი პრედოევიჩი (2617), უნგრელი შაბო (2512) და ხსენებული მელკუმიანი არიან. ისინი ქართველს ქულით ჩამორჩებიან.

მე-8 ტურში, ჯობავა თეთრებით შაბოს დაუპირისპირდება, მელკუმიანი ნაიდიჩს ეთამაშება, ხოლო პრედოევიჩი – სარიჩს.
ცნობისთვის, სარაევოს საჭადრაკო ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და ცამეტ მაისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 51 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 10 ათასი ერგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091337