თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 70-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირზე მე-6 ტურის პარტიები გათამაშდა.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერის, შოთა აზალაძისა და გამოცდილი გიორგი ბაღათუროვის შეხვედრა (ეს უკანასკნელი ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა).
გაიმარჯვა აზალაძემ, 6 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. 5 ქულით მე-2 ადგილი მალხაზ სულაშვილს უკავია. III-V ადგილებს კი დავით ზარქუა, ალექსანდრე ყაშაშვილი და ლუკა პაიჭაძე ინაწილებენ, რომლებმაც 4,5-4,5 ქულა დააგროვეს.
მე-6 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ლიდერთა მონაწილეობით: შოთა აზალაძე (4,5 ქულა) – გიორგი ბაღათუროვი (4) 1:0; მალხაზ სულაშვილი (4) – გიგა ყუფარაძე (4) 1:0, ლუკა პაიჭაძე (3,5) – გიორგი სიბაშვილი (3,5) 1:0; აკაკი შალამბერიძე (3,5) – დავით ზარქუა (3,5) 0:1; ალექსანდრე ყაშაშვილი (3,5) – ნიკოლოზ შავთვალაძე (3) 1:0.
მე-7 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით:
დავით ზარქუა (4,5) – შოთა აზალაძე (5,5), ლუკა პაიჭაძე (4,5) – მალხაზ სულაშვილი (5), ბაჩანა მორჩიაშვილი (4) – ალექსანდრე ყაშაშვილი (4,5).
როლანდ ლაბუჩიძე
სოფო ნიკოლაძის ფოტო







