ახრიკ ცვეიბამ უკრაინულ Tribuna-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა. როგორც იცით, ცვეიბამ კარიერა სოხუმის “დინამოში” დაიწყო, საიდანაც თბილისის “დინამოში” გადმოიყვანეს და მალევე გახდა ძირითადის ფეხბურთელი, ხოლო როცა საქართველოს ჩემპიონატი საბჭოეთისას გამოეყო, ცვეიბა კიევის “დინამოში” წავიდა.
ცვეიბამ დავით ყიფიანი გაიხსენა:
- მოსკოვის “სპარტაკთან” მატჩის შემდეგ, ყიფიანმა მიკროფონში რუსულად რომ იმღერა, ეს გამორჩეულად დასამახსოვრებელი მომენტი იყო. სასიამოვნოდ გამიკვირდა. ყიფიანმა უცხო ენების გარდა, თურმე სიმღერაც მშვენივრად იცოდა. ამასთან, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ის გახლდათ ინტელიგენტი, საინტერესო და მომთხოვნი ადამიანი. ყიფიანთან ორჯერ ვიმუშავე სხვადასხვა დროს: პირველად მხოლოდ ერთ წელიწადი, რის შემდეგაც წავიდა და მოგვიანებით დაბრუნდა თბილისის “დინამოს” მწვრთნელად. მეორედ როცა მოვიდა, მე უკვე შემდგარი ფეხბურთელი ვიყავი, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება მქონდა მიღებული. მალე კიევის “დინამოდან” მომივიდა მოწვევა, თბილისელები კი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მათთან დავრჩენილიყავი. შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩარიეს საქმეში, კარგი პირობები შემომთავაზეს, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე. მსოფლიოს ჩემპიონატზე (1990) თამაში მსურდა. ვალერი ლობანოვსკიმ მითხრა, საქართველო ცალკე აპირებს გასვლას, შენ კი ჩემს ტელეფონს გიტოვებ, კიევის “დინამოში” გადმოსვლისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაქვსო.
- დიდხანს იფიქრეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდით?
- თბილისში ჩავფრინდი და მითხრეს, რომ მართლაც საკუთარი ჩემპიონატი ექნებოდათ. მივედი ყიფიანთან და ვეუბნები: “წასვლა მინდა”. მან მთხოვა, რომ არ ავჩქარებულიყავი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. დავურეკე ლობანოვსკის და ვუთხარი: “ვალერი ვასილიევიჩ, მზად ვარ ჩამოვიდე.