ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ბაქოს “დიდი სლემის” შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს ახალი რეიტინგსია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კაცებში შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში ქართველმა ლიდერებმა მეორე ადგილზე ჩაინაცვლეს.
60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილს პირველობა იაპონელმა ნაოჰიშა ტაკატომ წაართვა. მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანული ტურნირის მონღოლი ჩემპიონი ამარტუვშინ დაშდავაა დამკვიდრდა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიას სათავეში ბაქოს “დიდი სლემის” ოქროსმედალოსანი მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჟი ჩაუდგა, რომელმაც პირად რეიტინგს 500 ქულა შემატა და აწ უკვე ყოფილ ლიდერ ლაშა შავდათუაშვილს 134 ქულით გაუსწრო. ამავე წონაში საქართველოს ნაკრების კანდიდატები შალვა ქარდავა და ტრისტან ფეიქრიშვილი აზერბაიჯანში მოპოვებული ბრინჯაოებისთვის დარიცხული 200-200 ქულით ცხრილში გვარიანად დაწინაურდნენ. ქარდავამ 45-ე ადგილიდან 24-მდე აიწია, ფეიქრიშვილმა კი სულაც 85-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და ახლა 45-ე პოზიციას იკავებს.
ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი 73 კილოგრამში მე-14 და მე-17 ადგილებზე დგანან. წინა რეიტინგის მიხედვით რეხვიაშვილი თანაგუნდელს ერთი საფეხურით ჩამორჩებოდა, მაგრამ ბაქოში დაკავებული მე-5 ადგილით 100 ქულა გამოიმუშავა.
ყველაზე მეტად კი საქართველოს ნაკრების წევრთაგან მოლოდინისამებრ, ლევან წიკლაურმა (81 კგ) იხეირა. აზერბაიჯანული “დიდი სლემის” საუკეთესო ძიუდოისტად დასახელებულმა ქართველმა ჩემპიონობისთვის დარიცხული 500 ქულით 22-ე ადგილიდან 18 ერთეულით წაიწია წინ და ამჟამად 81 კილოგრამის მე-4 ნომერია. მასზე ერთი ნაბიჯით წინ ავთანდილ ჭრიკიშვილი დგას.
სამი უმძიმესი კატეგორიის მსოფლიოს რეიტინგში მოწინავე ხუთეულებში არაფერი შეცვლილა და შესაბამისად, 90 კილოგრამის ლიდერი ისევ ვარლამ ლიპარტელიანია. +100 კილოგრამში კი ადამ ოქრუაშვილი კვლავ მე-4 ადგილზეა. “დიდი სლემის” მესამეადგილოსანი ზვიად გოგოჭური (90 კგ) მე-13 ადგილამდე დაწინაურდა. ასევე ბრინჯაოს პრიზიორი ლევან მატიაშვილი (+100 კგ) კი მძიმე წონის 34-ე ნომერია.
მომავალი საერთაშორისო ტურნირი მსოფლიოს მასტერსია, რომელიც 25-26 მაისს რუსეთის ქალაქ ტიუმენში გაიმართება.სარეიტინგო ქულების ოდენობით ეს ტურნირი მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებს და მსოფლიოს ჩემპიონატს ჩამოუვარდება. საპრიზო სამეულში მოხვედრილი ძიუდოისტები პირად რეიტინგს 700, 420 და 280 ქულას შემატებენ. მასტერსში მონაწილეობა შეუძლია საერთაშორისო რეიტინგის 16 საუკეთესო ძიუდოისტს, თუმცა თუ რომელიმე მათგანი უარს იტყვის ასპარეზობაზე, მონაწილეობის უფლებას მიიღებს რეიტინგის მომდევნო პოზიციაზე მყოფი ძიუდოისტი. ასეთი უფლება შეიძლება მიიღონ საერთაშორისო რეიტინგში პირველ 25 ადგილზე მყოფმა ძიუდოისტებმა.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან 16 საუკეთესოს შორის მოხვდნენ: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).
სარეზერვო სიაში არიან: შალვა ქარდავა (66კგ, 24-ე), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ, მე-17), ირაკლი ცირეკიძე (-100კგ, 24-ე) და ლევან ჟორჟოლიანი (-100კგ, 25-ე).
ქვემოთ შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და ყველა ქართველის პირად რეიტინგს გთავაზობთ.
60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 1288
2 ამირან პაპინაშვილი 1206
3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1170
4 არსენ გალსტიანი (რუსეთი) 1058
5 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია) 1040
9 ბეთქილ შუკვანი 734
53 პაატა მერებაშვილი 174
106 გიორგი მესაბლიშვილი 60
144 ვაჟა მარგველაშვილი 26
232 გიორგი ბროლაშვილი 2
66 კგ
1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლ.) 1570
2 ლაშა შავდათუაშვილი 1436
3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი) 1244
4 მასაში ებინუმა (იაპონია) 990
5 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა) 980
24 შალვა ქარდავა 416
45 ტრისტან ფეიქრიშვილი 242
95 თორნიკე თათარაშვილი 82
139 სანდრო იაკობაშვილი 38
147 დავით ასუმბანი 28
195 ვანიკო თოთლაძე 12
209 გიორგი მკალავიშვილი 10
73 კგ
1 ნიამ-ოჩირ საინარგალი (მონღოლეთი) 1130
2 რიკი ნაკაია (იაპონია) 1120
3დექს ელმონი (ჰოლანდია) 1024
4 მანსურ ისაევი (რუსეთი) 1004
5 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 990
14 ზებედა რეხვიაშვილი 622
17 ნუგზარ ტატალაშვილი 588
112 ამბაკო ავალიანი 66
124 თენგიზ პაპოშვილი 54
135 არსენ მაჭარაშვილი 48
219 გიორგი პაპუნაშვილი 14
304 ზურაბ ნოზაძე 2
81 კგ
1 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1426
2 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1398
3 ავთანდილ ჭრიკიშვილი 1340
4 ლევან წიკლაური 952
5ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა) 876
118 ბექა ღვინიაშვილი 60
139 ლაშა ზურაბიანი 42
169 პაატა ღვინიაშვილი 26
210 იასონ ჩილინდრიშვილი 14
243 დავით კარბელაშვილი 6
90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი 1782
2 ეშლი გონზალესი (კუბა) 1554
3 ილიას ილიადასი (საბერძნეთი) 1142
4 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1006
5 მასაში ნიშიამა (იაპონია) 870
13 ზვიად გოგოჭური 532
129 ლაშა ტაველური 40
142 ბექა ღვინიაშვილი 34
144 ზურაბ ზვიადაური 32
206 ლაშა გურული 6
100 კგ
1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 1476
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1110
3 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი) 1056
4 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი) 1010
5რენან ნუნესი (ბრაზილია) 948
24 ირაკლი ცირეკიძე 438
25 ლევან ჟორჟოლიანი 430
55 დავით ლორიაშვილი 158
58 ალექსანდრე მსხალაძე 154
98 ლაშა გურული 62
100 ბექა ბერძენიშვილი 60
136 ნოდარ მეტრეველი 22
137 ირაკლი ქობლიანიძე 20
152 გიორგი ნოზაძე 16
209 გურამ თუშიშვილი 2
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2000
2 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 1410
3 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1190
4 ადამ ოქრუაშვილი 1112
5 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი) 916
34 ლევან მატიაშვილი 244
54 ზვიად ხანჯალიაშვილი 140
60 ნოდარ მეტრეველი 120
85 ონისე ბუღაძე 78
98 გიორგი ზაქარიაძე 42
145 ლაშა გუჯეჯიანი 8









