საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძის წვრთნის, ევროპის 2015 წლის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩს ოთხშაბათს ლუქსემბურგთან გამართავს.
მომავალი დაპირისპირება გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება და 14 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი ყაზახი ანატოლი ვიშნიჩენკო იქნება. აქვე გეტყვით, რომ პირველი თამაშში ქართველებმა ლუქსემბურგს სტუმრად 2013 წლის 5 სექტემბერს 3:0 აჯობეს. მაშინ, გოლები დავით სხირტლაძემ, მამუკა კობახიძემ და გიორგი ჭანტურიამ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა მომავალი თამაშისთვის მზადება 3 მარტს დაიწყო, ხოლო სამშაბათს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ჩივაძემ ლუქსემბურგთან მატჩისთვის ნაკრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ათამდე ახალი ფეხბურთელი გამოიძახა. მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მომავალ წელს შესარჩევ ციკლში თამაში უკვე 1994 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ, რომლითაც თავის გამოჩენის შანსს ლუქსემბურგთან მისცემს.
მეკარეები: გიორგი ნადირაძე (“სპარტაკი”), ნიკა შერმადინი (“მეტალურგი” ), კახაბერ მეშველიანი (“ზესტაფონი”).
მცველები: არჩილ ტვილდიანი (“მეტალურგი”), თედო გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკა კვეკვესკირი, ლუკა თათხაშვილი (ორივე “დინამო”), დავით უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე “ლოკომოტივი”).
ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე (“ზესტაფონი”), გიორგი პაპავა, საბა ლობჟანიძე (ორივე “დინამო”), ლაშა პარუნაშვილი (“სპარტაკი”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე “ჩიხურა”), ნიკა ძალამიძე (“იაგელონია”, პოლონეთი), გურამ სამუშია (“ზუგდიდი”).
თავდამსხმელები: ნიკა ტარყაშვილი (“ანტვერპენი”, ბელგია), გიორგი ფანცულაია (“ზესტაფონი”), ბაჩანა არაბული (“ალკორკონი”, ესპანეთი), ბუდუ ზივზივაძე (“დინამო”).
ამჟამად, საქართველოს ნაკრები, მე-3 ჯგუფში, სადაც ასევე, სლოვაკეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, ლუქსემბურგი გამოდიან, მე-3 ადგილზე იმყოფება. ჯგუფს სლოვაკები ლიდერობენ, რომლებთან ქართველებმა ბოლო საშინაო მატჩი გორში 1:3 წააგეს. ლუქსემბურგთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჩივაძემ განაცხადა, რომ გუნდი მოსაგებად ითამაშებს, რადგან მიზნად ჯგუფში მე-3 ადგილის შენარჩუნებას ისახავს. შესარჩევ ციკლში ბოლოს მატჩს ქართველები მიმდინარე წლის 4 სექტემბერს სტუმრად ჰოლანდიასთან ჩაატარებენ, რომელთან თბილისში 0:6 დამარცხდნენ.
1 | სლოვაკეთი | 6 | 4 | 1 | 1 | 17:6 | 13 |
2 | ჰოლანდია | 4 | 3 | 1 | 0 | 13:2 | 10 |
3 | საქართველო | 6 | 2 | 1 | 3 | 7:12 | 7 |
4 | შოტლანდია | 5 | 2 | 1 | 2 | 7:8 | 7 |
5 | ლუქსემბურგი | 5 | 0 | 0 | 5 | 1:17 | 0 |