ფეხბურთი

13:57 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიაში შეკრებაზე გაემგზავრა

 

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე, ორშაბათს ავსტრიაში შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ავსტრიაში, ჩივაძის განკარგულებაში შემდეგი მოთამაშეები იქნებიან:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (“სპარტაკი”, ცხინვალი), კახაბერ მეშველიანი (“ზესტაფონი”)

მცველები: მამუკა კობახიძე (“ალანია”, რუსეთი), დავით კოხია (“ვოლგა”, რუსეთი), გიორგი ჯგერენაია (“ილიჩივეცი”, უკრაინა), არჩილ ტვილდიანი, გიორგი გაგნიძე (ორივე “დინამო”)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯამბულ ჯიღაური ლაშა ჩაფიძე (ყველა “დინამო”), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”, საჩხერე), ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (“ილიჩივეცი”, უკრაინა), მერაბ გიგაური (“ტორპედო”)

თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე (“დილა”), დავით სხირტლაძე (“ორჰუსი”, დანია), გიორგი ჭანტურია (“ალანია”, რუსეთი), გიორგი ქვილითაია (“დიორ ეტო”, უნგრეთი)

ჩივაძის შეგირდები, ამხანაგურ თამაშებს ალბანეთის, აზერბაიჯანისა და ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებებთან გამართავენ.

პირველი შეხვედრა 20 მარტს ალბანეთთან ჩატარდება. 23 მარტს, ქართველების მეტოქე აზერბაიჯანელი თანატოლები იქნებიან, ხოლო დასკვნით სპარინგს ქართველი 21-წლამდელები 26 მარტს, ხორვატებთან ჩაატარებენ.

 

0.116565