თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში, განის ნაკრებმა ერაყს იოლად სძლია. განა ნახევარფინალში გასულ გუნდებს შორის ერთადერთია, რომელსაც ახალგაზრდული მუნდიალი მოუგია, ხოლო ერაყი ამ ტურნირზე 2001 წლის შემდეგ პირველად თამაშობდა. შეხვედრის ფავორიტებად აფრიკელები ითვლებოდნენ, რომლებმაც სტატუსი პირველი ტაიმის შემდეგ კიდევ უფრო გაიმყარეს. შესვენებამდე, გოლები ატამაჰმა და ასიფუამ გაიტანეს, ხოლო მე-2 ნახევარში, ერაყელთა კარი ეჩემპონგმაც აიღო.
განა-ერაყი 3:0 (2:0)
სტამბული, “ტელეკომ არენა”
განა (4-3-3): ოფორი, ატამაჰი, ბაბა, ლარტი, ადიკო, სალიფუ, ებოგი, ოდიერი (ანაბა 64), ეჩემპონგი, ეშია (ნარი 82), ასიფუა.
მწვრთნელი: სელას ტეტეჰი.
ერაყი (4-4-2): ჰამეედი, ადნანი, ფაესი, ნადჰიმი, ისმაელი, სალმანი, ჯ. კადჰიმი (არებატი 79), კამილი (შაკორი 55), ტარექი, აბდულრაჰიმი, აბდულჰუსეინი (ი. კადჰიმი 69).
მწვრთნელი: ჰაჯეემ შაქირი.
გოლები: 1:0 ატამაჰი (35), 2:0 ასიფუა (45+1), 3:0 ეჩემპონგი (78).
გაფრთხილებები: სალიფუ 82.
მსაჯი: სანდრო მეირა რიკი (ბრაზილია).
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (7)-18 (10), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 10-4, ჯარიმა: 9-11.