ფეხბურთი

15:27 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” ალმეიდას უმიზნებს

 

მადრიდის “ატლეტიკოს” სამწვრთნელო შტაბი “ბეშიქთაშის” თავდამსხმელ უგო ალმეიდათი დაინტერესდა. ესპანური პრესის ცნობით, “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად გამოადგება.

ალმეიდას თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2014 წელს უმთავრდება და უკვე ოფიციალურად უთხრა უარი “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115039