ფეხბურთი

16:10 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანმა “ანჟიში” განსახორციელებელი პროექტის სერიოზულობა არ დაიჯერა

საფეხბურთო კლუბ მახაჩყალის “ანჟის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსდირექტორმა ალექსანდრ უდალცოვმა “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე, დაღესტნურ კლუბში გადასვლა მალხაზ ასათიანსაც შესთავაზა.

“ახალი “ანჟის” მიერ ჩატარებულ პირველივე თამაშში ცენტრალურმა მცველმა ჟოაო კარლოსმა ტრავმა მიიღო და მისი ადეკვატური შემცვლელის აუცილებლობა წარმოიშვა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩებოდა. წარმოიშვა მალხაზ ასათიანის კანდიდატურა, რომელსაც “ლოკომოტივში” მუშაობიდან ვიცნობდი. მას დავურეკე, მაგრამ სჩანს, პროექტის სერიოზულობა არ დაიჯერა”, – თქვა უდალცოვმა.

ამ შემთხვევაში უდალცოვი იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც მილიარდერი ასლან ქერიმოვი “ანჟიში” ახალი მისული იყო და მაშინ ბევრს არ სჯეროდა, რომ მახაჩყალურ კლუბში ამხელა ინვესტიცია ჩაიდებოდა და ასეთი ფეხბურთელები ითამაშებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117843