შოთა არველაძის "ქასიმფაშას" თურქულ სუპერლიგაში ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული, თუმცა ამჯერად სერია შეწყვიტა: გასვლაზე 1:1 ითამაშა "ბურსასფორთან". "ქასიმფაშა" მეორე ადგილზეა, "ფენერბახჩეს' ჩამორჩება.
უკრაინაში "დნიპრომ" შინ 3:1 სძლია "ილიჩივეცს", რომლის განაცხადში კვლავაც არ გამოჩენილან თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე. "ილიჩივეცის" მწვრთნელმა ათიოდე დღის წინათ აღნიშნა, რომ მათ ვარჯიში ახალი დაწყებული აქვთ და არ იცის, როდის შევლენ სრულყოფილ ფორმაში.
ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, სანდრო კობახიძე განაცხადში იყო, ხოლო უჩა ლობჟანიძე საერთოდ საჩემპიონატო განაცხადში არაა შეყვანილი. "დნიპრო" მესამე ადგილზეა, თუმცა პოტენციური ლიდერია: "შახტარზე" 2 მატჩით ნაკლები აქვს და 4 ქულით ჩამორჩება. "ილიჩივეცი" მეცხრე პოზიციაზეა.
ლვოვის "კარპატიმ" შინ 2:2 ითამაშა დონეცკის "მეტალურგთან" და ბუბა დაუშვილი გამოჩნდა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა მინდორზე არ შეუყვანიათ. როგორც იცით, დაუშვილს მიმდინარე პრემიერლიგაში ერთხელაც არ უთამაშია – ეგაა, ბოლო თვენახევარი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მანამდე კი დუბლებში ემზადებოდა.
გერმანულ ბუნდესლიგაში "ჰერტამ" შინ 0:1 წააგო "ლევერკუზენთან" და მეშვიდე საფეხურზეა. ლევან კობიაშვილი განაცხადში არ იყო: მან 5 დღის წინათ დაიწყო ვარჯიში, მანამდე კი მცირე ტრავმა ჰქონდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
|
საგოლ შოთი,ბურსასთან გასვლაზე ნიჩია არაა ცუდი შედეგი
აუ შოთის საღოლ რა
ამისულაშვილის შემდეგ შოთი ქართველებს აღარ აიყვანს
არადა უნდა მოეგოთ =) სგ შოთI
შოთი ჩვენ ფეხბურთელებსაც მიხედე, რათქმა უნდა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.. იქნებ გეგულებოდეს ვინმე, ვინც გააძლიერებს ქასიმფაშას, თუნდაც ანანიძე..
შოთიმ U19 წაიყვანოს ვინმე რა
3 ეულში თუ მოახვედრა მაგარი შედეგი იქნება
ნაკრების ძირითადი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ერთმა ითამაშა ძირითადში.....
ძირითადში კიარა საერთოდ ერთმა ითამაშა შეცვლებზეც არ შემოუყვანიათ
წარმატებები შოთი ...
) მატჩს ვერ ვუყურე მაგრამ , "ლაივსქორ" - ზე ანგარიშს ვადევნებდი თვალს
)
ბურსაში ფრე ცუდი შედეგი არ არის წელს შოთის კარგი გუნდი ყავს ბევრად მეტს ველი ამ გუნდიდან ვიდრე შარშან აჩვენა მაგარი ბიჭები დაიმატა ეს სკარიონი მაგარი ბიჭია შვეიცარიიდან წამოიყვანა მგონი გუნდს მაგრად მოერგო