ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეში გამართული საჭადრაკო ტურნირი ისრაელის წარმომადგენელი ტამირ ნაბატის (2582) გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ბოლო მე-11 ტურში უკრაინელი მარტინ კრავცივი (2582) დამარცხა და 7.5 ქულა მოაგროვა, ქართველთაგან საუკეთესო დავიდ არუთინიანმა (2556) კი 6.5 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.
არუთინიანმა დასკვნით ტურში თეთრი ფიგურებით ჩეხ იან ბერნაშეკს (2487) მოუგო და დამატებითი მაჩვენებლებით ათეულში შეაღწია. მოწინავე ადგილებზე გასვლის შანსი ჰქონდა კონსტანტინე შანავასაც (2578), თუმცა, მან ბოლო ტურში შავებით ასევე ჩეხ ვიტეზლავ რასიკთან (2491) წააგო და 6.0 ქულით 29-ე პოზიციას დასჯერდა.







