ჭადრაკი

15:18 | 1.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

არუთინიანი ფრანგული ტურნირის სათავეშია

ფრანგულ როშფორში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში საქართველოს სახელით საერთაშორისო დიდოსტატები  დავით ჯოჯუა (2507) და დავით არუთინიანი (2553) ასპარეზობენ.
7 ტურის შემდეგ, Rochefort Masters 2012-ს შეჯიბრს 5,5 ქულით არუთინიანი და ეგვიპტელი ბასემ ამინი (2608) ლიდერობენ. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება და კიდევ რვა მონაწილესთან ერთად, მესამე-მეთერთმეტე ადგილებს ინაწილებს ჯოჯუა.
მერვე ტურში არუთინიანი შავი ფიგურებით ალექსანდრ ფიერს (საფრანგეთი, 2604) დაუპირისპირდება, ხოლო ჯოჯუა თეთრებით – გევორგ ჰარუთინიანს (სომხეთი, 2482).
როშფორის საჭადრაკო ტურნირი ცხრა ტურად მიმდინარეობს, მისი საპრიზო ფონდი კი 7 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებული ათას ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 800-ს, ხოლო მესამეზე გასული – 600-ს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088604