ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ფეხბურთელი არტურო ვიდალი იმ მამაკაცთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც ქალებში განავარდებაზე უარის თქმა ძალიან უჭირთ. ფეხბურთელის ეს ჩვევა ცოლთან კამათისა და სერიოზული ჩხუბების მიზეზიც კი გამხდარა.
არტუროს მეუღლე მარია-ტერესა ვიდალი აპენინურ “ყვითელ პრესასთან’ საუბარში რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როდესაც ქმარი ღალატში ამხილა. ჩილელი ფეხბურთელის ცოლი ამბობს, რომ თავად მიმტევებელი ბუნების ქალი რომ არ იყოს, არტუროს აქამდეც მიატოვებდა.
არტურო ვიდალი, რა თქმა უნდა, კრისტიან ვიერივით დონ ჟუანი არაა და მისი განავარდებები თითქმის ყოველთვის ერთჯერად ხასიათს ატარებს. მაგრამ, ცოლისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ასეთი ოღრაში კაცის ატანა. თუნდაც ეს კაცი “იუვენტუსის” ცნობილი ფეხბურთელი იყოს...







