ლონდონის “არსენალის” რუს შემტევს, ანდრეი არშავინს “ხაზარი” და კიდევ რამდენიმე აზერბაიჯანული კლუბი ეპატიჟება. აღნიშნულ ინფორმაციას “ხაზარის” პრეს-ატაშე იალჩინ ალიევი ავრცელებს.
“აზერბაიჯანში არიან კლუბები, რომლებსაც არშავინის შეძენა ხელეწიფებათ. ეს ფეხბურთელი ჩვენც გვაინტერესებს. ჯონ ტოშაკს, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, არშავინის “ხაზარში” ხილვა ძალიან უნდა.” – აცხადებს ალიევი.