ფეხბურთი

16:51 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” კოშელნის შესანარჩუნებლად იბრძოლებს

 

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა გუნდის საკვანძო მცველის გაშვებას არ აპირებს და ლორან კოშელნის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.

The Telegraph-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს, რომელიც სოლიდურ სეზონს ატარებს, ახალი კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია და ევროპის წამყვან კლუბებს ფრანგის გადაბირების იმედი აქვთ.

დაინტერესებულ გუნდებს შორის პსჟ, “ბაიერნი” და “მონაკო” სახელდებიან, მაგრამ “არსენალი” კოშელნის გაშვებას არ გეგმავს. ისინი მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ, რომლის მიხედვითაც ფრანგის ხელფასი პერ მერტეზაკერის ხელფასს გაუტოლდება. 29 წლის გერმანელს კლუბში მცველებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში კოშელნიმ ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062994