საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი XV OPEN INTERNACIONAL d ESCACS CIUTAT DE BALAGUER-ზე 6 ტური მიილია, ქართველი დიდოსტატი ლევან აროშიძე (რეიტინგი 2565) კი 4.5 ქულით 92 მონაწილეს შორის მე-9 ადგილზე დამკვიდრდა.
აროშიძემ სამი პარტია მოიგო, სამიც კი ყაიმით დაასრულა და წინ გაჭრილ ოთხეულს – კუესადა (კუბა, 2603), ვოკატურო (იტალია, 2526), ნეილკანსი (ლატვია, 2485) და ბჰატი (აშშ, 2536) – მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება.
მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკის მეტოქე სომეხი ჰრანტ მელკუმიანი (2606) იქნება, რომელსაც ასევე 4.5 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა. თეთრი ფიგურებით აროშიძე ითამაშებს.







