ქართველმა მოჭადრაკე ლევან აროშიძემ (რეიტინგი 2548) ესპანეთის ქალაქ ბელაგუერში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი მარცხი მე-8 ტურში განიცადა და ჩემპიონობის შანსს დაემშვიდობა.
აროშიძემ თეთრი ფიგურებით რუს პაველ მალეტინთან (2617) წააგო, რისი წყალობითაც ამ უკანასკნელმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ლევანი კი 5.5 ქულით მე-7 საფეხურზე აღმოჩნდა.
დასკვნით მე-9 ტურში აროშიძე შავებით ლატვიელ ვადიმ დაშკევიჩს (2414) ეთამაშება.
ბოლო სათამაშო დღის წინ გამარჯვების საუკეთესო შანსი იტალიელ დანიელე ვოკატუროს (2526) აქვს, მის აქტივში 6.5 ქულაა.







