ბარსელონაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-7 ტურში ლევან აროშიძემ (2568) შავი ფიგურებით ესპანელი ხაუმე გალარტ ზაფრა (2226) დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა. ქართველმა მოჭადრაკემ თავი 4.5 ქულას მოუყარა და 318 მონაწილეს შორის 45-ე ადგილზე იმყოფება.
მე-8 ტურში აროშიძე თეთრებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი კიდევ ერთი მასპინძელი იმარ ტალო დომინგეზი (2185) იქნება. გასული პარტიების შედეგების მიხედვით, ტურნირს 6-6 ქულით 5 მოჭადრაკე ლიდერობს: ნარსისო (ესპანეთი, 2528), გაევსკი (პოლონეთი, 2628), ნისიპეანუ (რუმინეთი, 2648), კუარტასი (კოლუმბია, 2521) და კორდოვა (პერუ, 2572).
საბერძნეთში მიმდინარე 2nd International Tournament “Isthmia” 2012-ის 7 ტურის თავზე 5.0 ქულით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა დავით მაღალაშვილმა (2482), ხოლო შოთა აზალაძე (2466) 3.5 ქულით 39-ეა. ბერძნულ ტურნირის სათავეში 6-6 ქულით უკრაინელი ფირმანი (2535) და ინდოელი შიამი (2486) იმყოფებიან.







