ჭადრაკი

14:44 | 16.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძემ მოულოდნელად წაიფორხილა

მალიორკას საერთაშორისო ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ქართველმა მოჭადრაკე ლევან აროშიძემ (2545) 4.5 ქულა მოაგროვა და ლიდერებს – სტივ ბერგერს (გერმანია, 2423), სენენ გარსია დელ რეისა (ესპანეთი, 2326) და ბოგდან ლალიჩს (ხორვატია, 2492) ნახევარი ქულით ჩამორჩება.
გასული შვიდი ტურის განმავლობაში აროშიძემ სამი პარტია მოიგო და სამიც ყაიმით დაასრულა, ბოლო მათგანი კი თეთღი ფიგურებით მოულოდნელად წააგო – რეიტინგით გაცილებით დაბლა მდგარ ესპანელ ხუან რამონ გალიანა სალომთან (2222).
მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით ერთ-ერთ ლიდერ დეილ რეის ეთამაშება, ბოლო ტურში კი მისი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი მასპინძელი მანუელ კუეიროლო პერესი (2105) იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089982