ჭადრაკი

15:23 | 13.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძემ მოგებას წაგება შეუნაცვლა

კატალონიაში სტარტი აიღო საჭადრაკო ტურნირმა, რომელშიც საქართველოს ღირსებას ლევან აროშიძე (2548) იცავს.
აროშიძემ პირველ ტურში ესპანელი ჟოან ბუჩ პრადესს (1877) სძლია, მეორეში კი მოულოდნელად ბრაზილიელ გუსტავო გომეშთან (2142) დამარცხდა.
ცნობისთვის, აროშიძე ტურნირზე რეტინგით მხოლოდ კუბელ ფიდელ კორალესს (2574) ჩამორჩება, მისი მომდევნო მეტოქე კი ესპანელი კარლეს პადროსა (1862) იქნება.
კატალონიური ტურნირის ბოლო ტური 18 აგვისტოს შედგება, საპრიზო ფონდი კი 17 800 ევროა, საიდანაც გამარჯვებული 1 200 ევროს მიიღებს. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172437