ქართველმა მოჭადრაკე ლევან აროშიძემ (2560) ბარსელონაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა. აროშიძემ 9 ტურში 5.0 ქულა მოაგროვა და ჰოლანდიელი ივან სოკოლოვის (2690) დარი მონაგარი აღმოაჩნდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მის ზურგს უკან აღმოჩნდა.
დასკვნით ტურში აროშიძე თეთრი ფიგურებით დანიელ ჰეინე პეტერ ნილსენს (2662) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა. სულ ბარსელონას ტურნირში ათი მოჭადრაკე თამაშობდა, საუკეთესო შედეგი კი რუსმა სინან სიუგიროვმა (2624) აჩვენა – 7.0 ქულა. მე-2 კუბელი იუნესკი პერეს კესადა (2604) იყო 6.0 ქულით, მესამეზე კი ხსენებული ნილსენი გავიდა 5.5 ქულით.







