ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულებულ საჭადრაკო ფესტივალზე ქართველმა დიდოსტატმა ლევან აროშიძემ (2581) 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და 139 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
დასკვნით ტურში ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით ჩეხი სვატოპლუკ სვობოდა დაამარცხა და ქულებით მე-3 ადგილზე გასულ 11 წლის ინდოელ ვუნდერკინდ აბჰიმანიუ პურანიკს (2006) გაუტოლდა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები უარესი აღმოაჩნდა.
პრაღის ტურნირის ჩემპიონი 7.5 ქულით აზერბაიჯანელი ნიჯატ მამედოვი (2601) გახდა, რომელმაც მეორეზე გასულ ბრაზილიელ ალექსანდრ ფიერს (2603) ასევე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
Prague Open-ის საპრიზო ფონდი 50 ათასი ჩეხური კრონა (დაახლოებით 2 ათასი ევრო) გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულს 15 ათასი (600 ევრო) ერგო.







