ჭადრაკი

15:37 | 23.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძე ლიდერთა შორის იმყოფება

ესპანეთში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი XV OPEN INTERNACIONAL d ESCACS CIUTAT DE BALAGUER, რომელშიც საქართველოს ღირსებას დიდოსტატი ლევან აროშიძე (რეიტინგი 2565) იცავს.
გასულ ოთხ ტურში აროშიძემ ყაიმით მხოლოდ ერთი პარტია დაასრულა, დანარჩენი სამი კი მოიგო და 3.5 ქულით 92 მონაწილეს შორის მე-3 ადგილზე დამკვიდრდა.
ტურნირის ლიდერები კუბელი პერეს კუესადა (2603) და იტალიელი დანიელე ვოკატურო (2526) არიან, რომლებიც ჯერჯერობით, უდანაკარგოდ ასპარეზობენ.
მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკე მისდარად 3.5 ქულის მქონე ინგლისელ სტიუარტ ჰასლინგერს (2552) თეთრი ფიგურებით ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17026