ჭადრაკი

16:04 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძე ბარსელონას ტურნირში ჩაერთო

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას ლევან აროშიძე (2539) იცავს.

XVI INTERNATIONAL OPEN CHESS OF SANTS-ის 7 ტურის თავზე აროშიძეს 5.5 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-15 ადგილზე იმყოფება.

შეჯიბრის ერთპიროვნული ლიდერი გერმანელი მარტინ კრამერია (2546), რომლის აქტივშიც 6.5 ქულაა.

ტურნირი 10 ტურად მიმდინარეობს. მე-8 ტურში აროშიძე თეთრი ფიგურებით გერმანელ ჯულიან იორჩიკს (2399) ეთამაშება.

ესპანური პირველობის გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 2 500 ევროს მიიღებს.

0.116661