ჭადრაკი

13:24 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

აროშიძე ათეულში რჩება

ერთი ტური რჩება ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე, სადაც საქართველოს სახელით ლევან აროშიძე (2539) თამაშობს.

ბოლო ტურის წინ, ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით შვეიცარიელ სებასტიან ბოგნერს (2603) დაუზავდა და 7.0 ქულით მე-10 ადგილზეა.

9 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ბრაზილიელი ალექსანდერ ფიერი (2570) გახლავთ, რომლის აქტივშიც 8.0 ქულაა.

დასკვნით ტურში აროშიძე თეთრებით გერმანელ ფელიქს გრაფს (2479) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102984