ესპანეთის ქალაქ ბალაგუერში დასრულებულ საჭადრაკო ტურნირზე 7.5 ქულით ჩემპიონობა იტალიელმა დანიელე ვოკატურომ (2526) მოიპოვა, ქართველმა ლევან აროშიძემ (2548) კი 6.0 ქულა მოაგროვა და 92 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა.
დასკვნით ტურში აროშიძე შავი ფიგურებით ლატვიელ ვადიმს დაშკევიჩს (2414) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა. სულ ლევანმა 4 გამარჯვება იზეიმა, 4 პარტია ყაიმით დაასრულა და ერთხელაც, საბოლოოდ, მე-3 პოზიციაზე გასულ რუს პაველ მალეტინთან (2617) დამარცხდა.







